მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1756395357
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი საქართველოს კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ რეგიონში ახალი სტრუქტურის - კულტურის სამინისტროს ჩამოყალიბებამ, აღნიშნულ სფეროს კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობა მისცა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში კულტურის სფერო კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ინოვაციური კულტურული ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების შემოქმედებით პროცესებში ჩართვის შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძემ ასევე, შეხვედრა გამართა აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან.