4 ახალი რეგულაცია, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება

რეგულაცია

ივლისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

1. საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.

2. გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება

2025 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.

3, ლაქ-საღებავების პროდუქცია შემოწმდება

2025 წლის 1-ლი ივლისიდან ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.

4. სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნულს გულისხმობს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.