„სამი წელი გავიდა შენი ხმა არ გამიგია… ყოველ ღამე გელოდები ისევ დამირეკავ...“ – მელიტა ფურცელაძე შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

levani

2022 წლის 21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია.

ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე ხშირად გვიზიარებს ლევანის ფოტოებსა და ვიდეოებს, ამჯერად კი მისი გარდაცვალების 3 წლისთავზე წერს.

„გენაცვალოს დედა შენ შვილო სამი წელი გავიდა ისე შენი ხმა არ გამიგია ყოველ ღამე გელოდები ისევ დამირეკავ და მეტყი – დე მეგობრებთან ვარ დამაგვიანდებაო სამი გაუსაძლისი წელი მართლა ვეღარ გავძელი …. უძლიერესი ტკივილი მაქვს სულის თუ ხორცის….

ისე ცუდად როგორ უნდა ვყოფილიყავი შენს დაბადების დღეზე რომ ვერ მოვსულიყავი მაგრამ ….. დღეს, ისე როგორც მაშინ, სამი წლის წინ დღევანდელ დღეს გავქვავდი, არც წამოვწოლილვარ, ფეხზე ვარ და შენთან მოვალ, მაინც მოვალ, ხვალ? ხვალ არ ვიცი რა იქნება… მაგრამ რაც არ უნდა იყოს…. ჩვენ, მე და შენ… ერთად ვიქნებით “, – წერს მელიტა ფურცელაძე.