დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1746736188
32 წლის ქალი, 63 წლის ქალს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მიზეზი პროსტიტუციიდან გამომუშავებული თანხის გაყოფა იყო.
ფარული ჩანაწერები შინაგანს საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რომელიც, სატელეფონო საუბრებში იმუქრება, სამართალდამცველებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაზარალებულმა პოლიციას თავად მიმართა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 32 წლის ქალი, 63 წლის დაზარალებულს, სხვადასხვა პირებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. შემდეგ კი გამომუშავებული თანხის მის ანგარიშებზე ჩარიცხვას ითხოვდა. იყო შემთხვევა, როდესაც ბრალდებული მსხვერპლს. კრიმინალური წარსულის მქონე ნაცნობებით აშინებდა.
32 წლის ბრალდებული, სამართალდამცველებმა, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევია.
ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ადვოკატის ინფორმაციით, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ტრეფიკინგის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროკურატურა, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას განაგრძობს.
32 წლის ქალისთვის წარდგენილი ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.