20 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

20 დეკემბერს ქუთაისში მზიანი ამინდია, დღისით +12 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ოზურგეთშიც, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში მზიანი ამინდია, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. არც ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +12, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა დღეა სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ამბროლაურშიც, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +10 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

არც გურჯაანში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი დღეა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.