„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ნონა გაფრინდაშვილის ქართველი და ამერიკელი იურისტების გუნდი, საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ, მოსამართლის გადაწყვეტილებას ელიან.
მოჭადრაკის ინტერესების დამცველი ქართული იურიდიული ფირმა BLB-ისინფორმაციით, მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე გამოაქვეყნებს.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ მინისერიალ„ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.