1757602071
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშენ ბურჭულაძე დააკავა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილ, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია თანხების მითვისებაზე.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიების შემდეგ, ჩვენ დამატებით ორი ღონისძიება ჩავატარეთ. პირველი, ჩატარებულ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.