გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ
1775664035
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს. კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 0,02851 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება. ხოლო მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 3907,52 გრ. „მეფედრონის“ შემცველი ნივთიერება.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.