LIVE: სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში - დაკავებულია 84 ადამიანი

დაკავებულია 84 ადამიანი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულია 84 პირი.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, ამოღებულია სხვადასხვა სახის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე - ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.