ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

ლაზარე გრიგორიადისი

სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მათივე ცნობით, გრიგორიადისი სსკ-ის 151-ე, სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით არის დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს დაემუქრა, რომ მათ მოკლავდა.