„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკელი ექსპერტის ჯეიმს კობის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა გასცა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, აღნიშნული ნებართვა უკვე გადაუგზავნეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რათა მათ დაადასტურონ ამერიკელი ექიმის შესვლა კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად.
ხაჭაპურიძის თქმით, ჯეიმს კობი დღეს გამთენიისას თბილისს დატოვებს.