იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის 46 წლის ქართველი დააკავეს

დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის 46 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სპეციალური ხელსაწყოები ამოიღო, რომლითაც ქართველი ბინების გაძარცვას ცდილობდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ქართველი მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიც ნასამართლებია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.