"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
გიორგი უძილაურს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ის გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
არსებული ინფორმაციით, უძილაური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისთვის საქმიანობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ის სისტემურად მოიპოვებდა ინფორმაციას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გადასცემდა. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით დაიმართებოდა სხვადასხვა ადგილზე. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ასევე ინფორმაციას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე.
დაკავებული მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომელთა მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და ამ ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
გიორგი უძილაური მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ საქმიანობდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.