„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ გამოკითხვაზე დაიბარეს. „უცნობი“ საგამოძიებო სამსახურში, „მთავარი არხის“ თანამშრომლების მოსმენების საქმეზე დაიბარეს.
„გამოძიებას კითხვები ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა. გია გაჩეჩილაძემ კანონით მინიჭებული, წყაროს არგამჟღავნების უფლება გამოიყენა. კითხვები იყო: როდის? სად? ვის მიერ? როგორ? რა ფორმით? აქედან გამომდინარე, იყო პასუხი, რომ „გამომდინარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტიდან, ის უფლებამოსილია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენება არ მისცეს“, - განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა