„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ძარცვასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული, ბადრი ესებუა, რომელიც 2 წელი იმალებოდა, დღეს, გამთენიისას დააკავეს. ესებუა ზუგდიდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გადასვლას აპირებდა. ის სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს.
ესებუას დაკავებას ეხმიანება იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე
„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც". წერს იუსტიციის მინისტრი.