წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
წინასწარი შეთანხმებით, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის წართმევასა და მის უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით, დავით მიქაძესა და მისი დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2021 წლის დასაწყისში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაზარალებული მუქარით აიძულეს მათთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა და შემდეგ უცნობი პირების მხრიდან მომხდარი ქურდობის შესახებ პოლიციისთვის მიემართა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოგვიანებით წაღებული იარაღებიდან ერთ-ერთი სხვა პირს უკანონოდ გადასცეს.
დავით ჩუბინიძე დაკავებულია, დავით მიქაძეზე ძებნაა გამოცხადებული. აღნიშნულის გარდა მას არაერთ სხვა დანაშაულშიც ედება ბრალი.