დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - მიქაძეს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - სასამართლომ დავით მიქაძისა და დავით ჩუბინიძის საქმეზე იმსჯელა. მიქაძეს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ჯგუფურად იარაღის შენახვა-გასაღების ფაქტს.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.