რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
რუსთავში, შვილის ცემის გამო, მამა დააკავეს. „ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, არასრულწლოვან შვილს მამამ დაურეკა და სახლში დროულად მისვლა სთხოვა.
გოგონამ მშობელს რამდენიმე წუთით დარჩენა სთხოვა, რა დროსაც მამამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მოზარდმა აცნობა და ასევე გაუმხილა, რომ გასულ თვეში მას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
სამართალდამცველებმა მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.