სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ტყიბულის შემოსასვლელში, ტყვარჩელის ქუჩის დასაწყისში საწარმოო-ეკონომიკური ზონა მოეწყობა, სადაც პირველ ეტაპზე ექვსი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას და 350 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, კომპანია “ქოულ მენეჯმენტი” პირველ ეტაპზე 1 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა, მოეწყო ქალაქში შემოსასვლელი ალტერნატიული საავტომობილო გზა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.
ტერიტორია, რომელიც ადრე ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას მშენებლობისთვის უკვე მომზადდა. კაპიტალურად მოწესრიგდება უშუალოდ საწარმოო-ეკონომიკური სივრცე,
დამონტაჟდება სადრენაჟო სისტემები და დაიწყება საკვები პროდუქტებისა და არასასურსათო მრეწველობის ზონების მშენებლობა. საწარმოების შექმნა ეტაპობრივად განხორციელდება, თავდაპირველად საკვები პროდუქტების დასაფასოებელი საწარმო და სამშენებლო მასალების მაღაზიები გაიხსნება.
სამუშაოები დაწყებულია და პროექტის დეტალებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
პირველი საწარმოს გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი, ხოლო დანარჩენი საწარმოების გახსნა სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.