ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
სულორი-ვანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა, დროებითი გზის მოსაწყობად. სამუშაოების მიმდინარეობას დილიდანვე ადგილზე ეცნობა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ , გუშინ გამთენიისას, სულორი-ვანის საავტომობილო გზის მე-7 , მე-8 კილომეტრზე გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.