სოფელ ლამისყანაში ხელოვნურ საფარიანი მოედანი მოეწყო

სოფელ ლამისყანაში ხელოვნურ საფარიანი მოედანი მოეწყო

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ლამისყანაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის დასრულებულ პროექტს გაეცნენ.

მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი ი/მ „ვახტანგ კუჭაშვილმა“ განახორციელა.

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და მიზნით ვაგრძელებთ სპორტული ობიექტების მშენებლობას - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.