ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე მამათის ღელეზე და მდ. რობაზე საავტომობილო ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს

საავტომობილო ხიდების მშენებლობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე მამათის ღელეზე და მდ. რობაზე საავტომობილო ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 119 665 ლარს შეადგენს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.