ლენტეხი-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ლენტეხი-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ლენტეხი-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული მძიმე ტექნიკა.

ამ დროისთვის სავტომობილო  მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დამეწყრილ ზონაში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ლენტეხი-ლასდილის 91 -ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან  ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები დღეს დილით განვითარდა, რის გამოც, რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.