ხონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წლის თავზე, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო ხონიდან ომში დაღუპული გმირების: ვეფხია ჯიშკარიანის, მალხაზ აბაშიძის, გოჩა დანელიასა და მერაბ თუთისანის ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილებისა და დაშავებულების საერთო რაოდენობა 2 232-ს აღწევს, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურეა.