გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს

gori

გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და ომის ტრაგიკული დღეები გაიხსენეს.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.