ძლიერი სეტყვა და ქარი თელავში - ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება

სეტყვა

ქალაქ თელავსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვას თან ახლდა ქარიც. უამინდობის შედეგად, საკარმიდამო ნაკვეთებში სასოფლო- სამეურნეო კულტურები დაზიანდა. თელავში ამ დრომდე ძლიერი წვიმაა.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა ძირითადად ქალაქში იყო. უამინდობის შედეგად, საკარმიდამო ნაკვეთებში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანდა.