რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამუშაოების ტემპი, შესრულების ვადები და ის აქტუალური გამოწვევები, რომლებიც პროცესში ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზედამხედველობის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და იმ სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოების წესებს, რაც კომპანიებმა სამუშაო პროცესში მკაცრად უნდა დაიცვან.
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხარისხის მართვა არ არის მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეული მცხოვრებლის წინაშე. ჩვენი მიზანია, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელებული ნებისმიერი სამუშაო იყოს ორიენტირებული გრძელვადიან შედეგზე“. - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ლობჟანიძემ