ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად საქართველოშია - რას წერს დარენი
1754666093
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველ მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გარდაბნელების - კაპრალი ლევან დევდარიანის, სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტის, ზურაბ ბეგიაშვილისა და პოლიციელი გენადი ხარძიანის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავები ყვავილებით შეამკო.
„დღეს 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გმირულად დაიღუპა სამშობლოს დაცვისას და პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას. ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ეს დღეები და გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. დიდება გმირებს“- დავით კარგარეთელი.