„ამ დრომდე არ მჯეროდა სასწაულების...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს და
1750322953
რწყვის სეზონთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისისა და ქალაქ ვალეს მაცხოვრებლები ახლადრეაბილიტირებული სატუმბი სადგურებით ისარგებლებენ.
განახლებული სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილიში სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურის (ე. წ. "ფარეხას") რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ სარწყავი წყლით სარგებლობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა.
სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სატუმბ სადგურში შეიცვალა ვაკუუმ ტუმბო აგრეგატები, ელექტროძრავები და განახლდა ელექტრო მაგნიტური ჩამრთველები. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 993 826 ლარით დაფინანსდა.
სახელმწიფო რწმუნებულისა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასევე, ქალაქ ვალეში, ე.წ „ბორახჩის“ რეაბილიტირებული სატუმბი სადგური მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ჯამში ტერიტორიაზე 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული სარწყავიანდება.