ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
კვლევამ აჩვენა, რომ თინეიჯერი ფეხბურთელები დაახლოებით 3%-ით უფრო სწრაფად დარბიან, როცა ვარჯიშის წინ მკაფიო, მარტივ და მჟღერ ფრაზებს ისმენენ.
ესექსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ტოტენჰემ ჰოტსპურის აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ როდესაც ფეხბურთელებს ისეთი ფრაზები ესმით, როგორებიცაა "რაკეტასავით გაფრინდი" ან "მიწას მოსწყდი", შედეგები მკაფიოდ უმჯობესდება.
შესაძლოა 3%-ით სწრაფი სირბილი ცოტა მოგვეჩვენოს, მაგრამ ასეთი შედეგის მიღებას საშუალოდ, რამდენიმე კვირიანი აქტიური ვარჯიში სჭირდება. გოლის გატანაში, მოკლე სპრინტისას 3%-ით აჩქარებამაც კი შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
კვლევის მიხედვით, როცა ფეხბურთელი საკუთარი სხეულის ნაცვლად, ზოგად მიზანზე კონცენტრირდება, მას მოძრაობა უფრო ბუნებრივად და თავისუფლად გამოსდის. მაგალითად, ფრაზა "მიწას მოსწყდი" უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე ისეთი ტექნიკური მითითება, როგორიცაა "ფეხები მყარად დაადგი".
„იმ სიტყვებს, რომლებსაც სპორტსმენებს ვეუბნებით, აშკარა და მყისიერი ეფექტი აქვს", - განმარტავს ესექსის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ მორანი.
მკვლევრების თქმით, მხატვრულად გადმოცემული იდეები გონებაში უფრო ცხად ვიზუალურ სურათს ქმნის და შესაბამისად, დავალების შესრულებაც უფრო ადვილი ხდება. მაგალითად, "ფერარივით აჩქარდი" ტვინის გაცილებით უფრო მყისიერ რეაქციას იწვევს, ვიდრე უბრალოდ "სწრაფად ირბინე".
კვლევაში ჩრდილოეთ ლონდონის აკადემიის 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ყველა მათგანი 14-15 წლის ასაკის იყო. გუნდის უფრო პერსპექტიულ წევრებს, ვარჯიშის მიმდინარეობისას მწვრთნელი ტექნიკურ რჩევებს აძლევდა, ხოლო შედარებით სუსტ ფეხბურთელებს მხატვრულ და მჟღერ ფრაზებს ეუბნებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელებმა უკეთესი შედეგები აჩვენებს.
„ეს მეთოდი მხოლოდ ელიტარული ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი არაა და მსგავსი მიდგომა სკოლებშიც შეიძლება გამოვიყენოთ", - ამბობს მორანი.
ანალოგიების დახმარებით მასწავლებლებსა და მშობლებს რთული ტექნიკური ტერმინების თავიდან აცილება და ბავშვების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება შეუძლიათ.