როგორ შევამციროთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე ხალხური მეთოდებით

ქოლესტერინი

როგორ შევამციროთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე ხალხური მეთოდებით - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ფიტნეს ინსტუქტორი, მამუკა რაშოიანი წერს: 

„ჩვენს ბუნებაში თითქმის ყველაფერი მოიძებნება, რაც სხეულს ბალანსს უბრუნებს.

შაქრისა და ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად სცადეთ ეს მარტივი, ხალხური ხერხები:

1. ნიორი და ხახვი — რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას და სისხლის გამწმენდად მოქმედებს.

2. ლიმონი და თაფლი — დილაობით თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ასუფთავებს სისხლს და აძლიერებს ღვიძლს.

3. შვრია (ოვსის ბურღული) — ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას.

4. ჭარხალი და სტაფილო — მათში არსებული ბუნებრივი შაქარი და ბოჭკოები რეგულარულად ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს.

5. ვაშლი და ნუშის რამდენიმე მარცვალი დღეში — ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც აძლიერებენ გულს და წმენდენ სისხლძარღვებს.

6. მწვანე ჩაი — ყოველდღიურად ერთი ფინჯანი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ცხიმების დაშლას.
მიენდეთ ბუნებას — ის ყველაზე ბრძენი მკურნალია.

იარეთ სინათლით, და თქვენი სხეული თავად იპოვის ბალანსს.არ დაგავიწყდეთ პოატის გაზიარება, რომ სხვებმაც ისწავლონ როგორ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივად“.