როგორ გამოიყურება 24 წლის ასაკში, ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა

ტილან ბლონდო

ფრანგი მოდელი ტილან ბლონდო, რომელსაც ექვსი წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონას უწოდებდნენ, დღეს სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. მისი ფოტოები Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ბლონდოს კარიერა სამი წლის ასაკში დაიწყო შემთხვევითი შეხვედრის წყალობით. ლეგენდარული მოდის დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს აგენტმა ის ელისეის მინდვრებზე შენიშნა და დედას გოგონას მოდის ჩვენებაში მონაწილეობა შესთავაზა.

ახალგაზრდა მოდელის ნამდვილი პოპულარობა 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც Vogue Enfants-ის გარეკანზე მისმა ფოტომ მკითხველი მოხიბლა. სწორედ ამის შემდეგ დასახელდა ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად.