ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ალერგიის სხვადასხვა ტიპების გავრცელებასთან დაკავშირებით აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს.
„20 თებერვლიდან 26 თებერვლამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:
თხილის (Corylus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი!
P.S. წინა კვირასთან შედარებით მოიმატა კვიპაროსის მტვრის მარცვლების კონცენტრაციამ (დაბალიდან გადავიდა საშუალოზე), შესაბამისად დაიწყეთ პროფილაქტიკური ანტიჰისტამინურ მედიკამენტის (ექიმთან შეთანხმებით) მიღება ვისაც აღნიშნულს მცენარეზე ალერგია აქვს!
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764