გასტროენტეროლოგმა დაასახელა ხილი, რომელსაც თავად არასდროს მიირთმევს

ხილი

ჰარვარდის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგი ექიმი საურაბჰ სეტი, რომელმაც 10 წელზე მეტია, რაც ნაწლავების მუშაობას იკვლევს, აცხადებს, რომ ზედმეტად დამწიფებული ბანანები ნაწლავებისთვის საზიანოა და თავად არასდროს მოიხმარს მათ. მან ასევე შეადგინა ნაწლავებისთვის ყველაზე სასარგებლო ხილის რეიტინგი. ამის შესახებ წერს The Daily Mail.

ექიმის თქმით, ყველა ხილი ერთნაირად სასარგებლო არ არის — ზოგიერთს კი შესაძლოა ნაწლავებზე უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს. მაგალითისთვის, ის ასახელებს სწორედ ძალიან დამწიფებულ ბანანებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი მოიხმარს.

დამწიფებული ბანანები ძალიან ბევრ შაქარს შეიცავსამ შაქრის გამო, ისინი სისხლში შაქრის დონეს სწრაფად ზრდიან, რაც ნაკლებ ენერგიას აძლევს ნაწლავურ მიკრობებს.

როგორც გამოცემა წერს, ბანანის მომწიფების პროცესში მცირდება რეზისტენტული სახამებლისა და ბოჭკოების რაოდენობა, ხოლო შაქრის შემცველობა — იზრდება.

რეზისტენტული სახამებელი — ეს არის ნახშირწყალი, რომელიც არ იშლება წვრილ ნაწლავში და ფერმენტირდება მსხვილში, რაც მოქმედებს როგორც პრეობიოტიკი და კვებავს სასარგებლო ბაქტერიებს.

შედეგად:

ოდნავ მწვანე ბანანები უკეთესია ნაწლავებისთვის — 5 ქულა 10-დან
ხოლო ძალიან დამწიფებული ბანანები მოხვდა ექიმის "შავ სიაში"
 
საუკეთესო ხილი ნაწლავებისთვის
მწვანე ბანანი – პრეობიოტიკული ეფექტი
კივი – ერთ ნაყოფში დაახლოებით 2 გ ბოჭკოა. კივი ნაწლავში ქმნის გელს, რომელიც ამსუბუქებს შეკრულობას და არეგულირებს მონელებას
წითელი მოცვი (blueberry) – ექიმის შეფასებით, საუკეთესოა ნაწლავისთვის
ბროწეული – მდიდარია ანტიოქსიდანტებით და პოლიფენოლებით, განსაკუთრებით ელაგოტანინებით, რაც ამცირებს ანთებას.

ექიმის რეიტინგის მიხედვით, ასევე სასარგებლოა მსხალი, ვაშლი და ნესვი.

ნაკლებად სასარგებლო ხილი:ყურძენი – შეიცავს ბევრ წყალს, ვიტამინ C-სა და კალიუმს, თუმცა საერთო საკვები ღირებულება დაბალია.ფორთოხალი – მდიდარია ვიტამინით C, ფოლატით და ანტიოქსიდანტებით, თუმცა გარკვეული კვლევები მიუთითებს, რომ ციტრუსების ზედმეტი მოხმარება შეიძლება კანის დაავადებებს უკავშირდებოდეს.