„გაჭაღარავების შენელება შეგვიძლია...“ - გიორგი ღოღობერიძე

ღოღობერიძე

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რა ანალიზების ჩატარების შემთხვევაშია გაჭაღარავების პროცესის შენელება შესაძლებელი.

„თუ თმა ნაადრევად გაგიჭაღარავდათ ან ადვილად გცვივათ, გეტყვით, რა 9 ტესტი უნდა ჩააბაროთ, რომელიც ბუნებრივი ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ გაჭაღარავების ყველაზე დიდი მიზეზი ასაკი და გენეტიკური განწყობაა.

რაც შეეხება იმ 9 ტესტს, რომელიც უნდა ჩააბაროთ:

ვიტამინი B12 — ეს ყველაზე მეტად ასოცირდება თმის გაჭაღარავებასთან;
რკინის დეფიციტი;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები — ამ მხრივ სჯობს გადაამოწმოთ TSH, FT4 და FT3;
თუთიის გადამოწმება;
სპილენძის გადამოწმება;
ფოლიუმის მჟავა;
D ვიტამინი;
ANA — ანტინუკლეარული ანტისხეულები;
გლიკოზირებული ჰემოგლობინი და კორტიზოლი — შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის მიზნით,  – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.“