გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკასა და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ საუბრის ფარგლებში, ამბობს, რომ სახელმწიფოს გეგმა 4 მთავარი კომპონენტისგან შედგება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.
"4 მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლისგანაც შედგება ჩვენი გეგმა. პირველი არის ინფრასტრუქტურული განვითარება - მოგეხსნებათ, ამ თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული დავალება, რომელიც პირადად მე მიღებული მაქვს პრემიერ-მინისტრისგან და ეს უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების ისე განსაზღვრას, რომ ის არ იყოს სხვისი უფლებების დამრღვევი. იმიტომ, რომ ადამიანებს სრულიად ლეგიტიმურად აქვთ მოთხოვნა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც მათი შვილები ცხოვრობენ, სადაც დადიან სასწავლებელში და ა.შ. სიახლოვეში არ ფუნქციონირებდეს ასეთი დაწესებულება, რომ თვალს არ ადევნებდეს მოზარდი, ბავშვი ნარკომანიას და 24 საათი ეს არ ჰქონდეს თვალწინ.
მეორე - ინფრასტრუქტურის გარდა, აუცილებელია, ვისაუბროთ სამედიცინო პერსონალზე. ყველა ეს ობიექტი იქნება დაკომპლექტებული იმგვარად, რომ არსად ამგვარი დეფიციტი არ შეიქმნება. რეალურად, ეს მოხერხებადია, ეს გათვლილი აქვს სახელმწიფოს და რეალურად, ამას შევძლებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის, იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც თავდაპირველად სახელმწიფოსგან წავიდა და კერძო სექტორში დასაქმდა, ამ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ დაბრუნდეს და კვლავ სახელმწიფოში იმუშაოს. ასეთი პრაქტიკაც ალბათ იქნება.
მესამე - მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითონ მედიკამენტები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განახლებაზე, გაუმჯობესებაზე. დიდი ხნის განმავლობაში, ეს საქმე წინ არ წაწეულა. არადა, მსოფლიოში გაჩნდა უკეთესი საშუალებები, ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, რაზეც სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას. მედიკამენტების შემომტანი სრულად სახელმწიფო იქნება.
ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, ამ მარაგებთან ერთად, პროცედურების სწორად დაგეგმვა. პროცედურებში იგულისხმება ის, რომ იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ გამოირიცხებოდეს ნებისმიერი არასწორი, არანორმალური პრაქტიკა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მან შეძლოს დაამარცხოს ეს მკვლელი თვისება და გახდეს ჯანმრთელი," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.