ფილერის ინექციის შემდეგ Estee Lauder-ის აღმასრულებელი მენეჯერი გარდაიცვალა
1781904405
ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან.
„უკვე აღარც მახსოვს მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს ამ რეზოლუციაში, დისკრიმინაციული მოთხოვნა. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან, თუმცა ვხედავთ, რომ დრეს არის განსხვავებული მიდგომები ჩამოყალიბებული. არ შეიძლება, მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.