თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
მმართველ გუნდი, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ახალი პატრიარქის შერჩევის პროცესსა და სინოდთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს.
საკითხზე ისაუბრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა და ახლა ცდილობენ რეპუტაციული ზიანი მიაყენონ წმინდა სინოდს.
"მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა უწმინდესისა და უნეტარესისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მიგებას, ეს იყო მათთვის თავზარდამცემი სურათი. ამის გათვალისწინებით, ახლა ყველანაირად ცდილობენ როგორმე მიაყენონ რეპუტაციული ზიანი დედაეკლესიას, წმინდა სინოდს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.