თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ-ფორმატში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და ბიზნესმენ, ჯარედ კუშნერს ესაუბრა.
როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმაც მიიღეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხარეებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერების საკითხები განიხილეს.