1781210306
ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა დასრულდა - გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი მხარეებს შორის
ბიშკეკში, ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში, ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა დასრულდა. მას საქართველოსა და ყირგიზეთის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი მხარეებს შორის.
იქამდე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სადირ ჟაპაროვი მასპინძლობს.
ეს ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტია ყირგიზეთში. პრემიერი ბიშკეკში ოთხ მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფება.
უკვე შედგა ვიცე-პრემიერ, მაკა ბოჭორიშვილის და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. მთავარი ყურადღება "შუა დერეფნის" განვითარებას, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას დაეთმო.
ასევე შედგა შეხვედრა საქართველოსა და ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრებს შორის. გარდა ამისა, ჩატარდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მეორე სხდომაც. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. სხდომის ბოლოს გაფორმდა ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმი.










