მეტეოროლოგი მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1753933705
ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას, - განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კახი კალაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, ქალაქში, რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა კახი კალაძეს მათ მოსაგვარებლად სწორი ხედვა გააჩნია.
"ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგი გააგრძელებს ამ საქმიანობას.
მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.