„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. პრეზიდენტმა, მოქალაქეებთან ერთად, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"პირველ რიგში, მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ოჯახი, სადაც ყველა ვეზიარებით ღვთის სიყვარულს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, იმ ღირებულებებს, რომელზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება. მე, პირველ რიგში, მადლიერი ვიქნები და მინდა პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, რამხელა სიხარულია დღეს ერში, რომ ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.