თელავში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა
1758388703
ვიდრე ჩვენი ქალაქი გვიყვარს, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის დაჯილდოებაზე განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი ოთხი წელი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.
„ვიდრე ჩვენი ქალაქი გვიყვარს, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის ვემსახურო თბილისს, რამხელა პატივია ვემსახურო თითოეულ თბილისელს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას ვუხდი ყველას, დღეს აქ შეკრებისთვის, მობრძანებისთვის. მე გპირდებით, რომ შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი ჯილდო მიიღო, გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს. გილოცავთ ყველას, მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.