უცხოურმა ძალამ დაინახა, რომ მათი აქაური წარმომადგენლობა უკვე არაფრის მაქნისი იყო და ელჩები ჩართო პოლიტიკაში, ეს არის ცეკა-ს მეორე მდივნის ფუნქციები, მეტს კი არაფერს აკეთებდა ის ხალხი - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

უცხოურმა ძალამ დაინახა, რომ მათი აქაური წარმომადგენლობა უკვე არაფრის მაქნისი იყო და თავისი ელჩები, საელჩოები ჩართო პოლიტიკაში, ასეთ უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირმა და მისმა ბიუროკრატიამ საქართველოში ოპოზიციაში ჩაუშვა თავისი ელჩები, საელჩოს წარმომადგენლები.

„ისინი გამოდიან და ჭკუას ასწავლიან საზოგადოებას, ხმა ვის უნდა მისცენ, პარლამენტს ჭკუას ასწავლიან, კანონი როგორ უნდა მიიღონ. დღეს გამოდის ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, დაფინანსება კარგ საქმეებს ემსახურებოდაო. გამოვიდეს და თქვას, რას ემსახურებოდა. თქვას ასეულათასობით გირვანქა სტერლინგს რისთვის რიცხავდა. ბრიტანეთის საელჩოს ვინ ეკითხება პოლიტიკურ პროცესებში რა მოხდება და პარლამენტში კანონის პროექტს რომ შევიმუშავებთ, სად გავაგზავნოთ და სად არა. ეს არის ცეკა-ს მეორე მდივნის ფუნქციები, რუსეთის იმპერიის დროს აქ მეფის ნაცვალი რომ იჯდა, იმის ფუნქციები შეითავსეს საელჩოებმა. მეტს კი არაფერს აკეთებდა ის ხალხი, ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში. ვინ ეკითხება ბრიტანეთის ან ნებისმიერ ელჩს, მათ შორის ევროკავშირის, გერმანიის ელჩს, განსაზღვროს, პარლამენტში მე რა კანონპროექტს წამოვაყენებ და რას არა. ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩმა ამირჩია პარლამენტში თუ ქართულმა საზოგადოებამ?! ეს ხალხი წარმოადგენს იგივე „დიფ სთეითს“ დღესაც“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.