უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აღდგენასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დღეს კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილავენ

 პარლამენტი

 უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აღდგენას ეხება.

2005 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა. მას შემდეგ, ქართული ენა სავალდებულო საგნების სიაში მხოლოდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეა, 2025 წლის ოქტომბრიდან კი ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება.