უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა და მარკო რუბიომ ტრამპისა და პუტინის დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს

ბო

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რა დროსაც მხარეებმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მოახლოებული მოლაპარაკებები განიხილეს.

როგორც ერმაკმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, მან რუბიოს ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებთან გამართული კომუნიკაციის შესახებ, კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან.

„უკრაინისთვის პრიორიტეტულია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა რომელიც ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, როგორც საგნობრივი მოლაპარაკებების წინაპირობას, გულისხმობს. საჭიროა აგრეთვე ამ მიმართულებით რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა რეალური შედეგების მისაღებად“, - დაწერა ერმაკმა.

ცნობისთვის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე უნდა გაიმართოს.