"თუკი უტევ სამართალდამცავს თუნდაც სიტყვიერად, როცა ფიზიკური შეტევაც ბევრი გვახსოვს ნიკანორ მელიასგან, რასაკვირველია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურებიან. მათი შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

"კონკრეტული ამოცანაა, რომ როგორმე მოხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც შეუძლია პოლიტიკური სპეკულაციით გადაფაროს ის აუცილებლობა, კომისიაზე მისვლა. არსებობს კანონი და კანონი უნდა შესრულდეს. თუკი უტევ სამართალდამცავს, თუნდაც სიტყვიერად, როცა ფიზიკური შეტევაც ბევრი გვახსოვს ნიკანორ მელიასგან, რასაკვირველია, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არ არსებობს მსოფლიოში დემოკრატია, სადაც ასეთ დანაშაულს რეაგირება არ მოჰყვება," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. წინასასამართლო სხდომა გუშინვე პროკურორების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა კი გუშინ ამოიწურა