1779191900
ცოტნე ანანიძე: სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ, ადამიანის უფლებების დაცვაა - საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ სწორი სამართლებრივი რეაგირება იცავს ადამიანებს
სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაა! - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ინიციატივა უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვნების, ქალებისა და უმცირესობების დაცვისკენ არის მიმართული და საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს სწორი სამართლებრივი რეაგირების ეფექტიანობას.
"ეს ინიციატივა უპირველესად მიმართულია იქითკენ, რომ არასრულწლოვანები, ქალები და უმცირესობები დაცულნი იყვნენ მზარდი კიბერბულინგისა და ორგანიზებული აგრესიისგან. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს სწორი სამართლებრივი რეაგირება საფრთხეს არ უქმნის სიტყვის თავისუფლებას, ის იცავს ადამიანებს. უსაფრთხო ციფრული სივრცე ყველას უფლებაა!" - წერს ანანიძე.











