რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანანიძის განცხადებით, აღსრულებულია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიდგომა და ის პირები, რომლებმაც აქციებზე ძალა ბოროტად გამოიყენეს და კანონი დაარღვიეს პასუხს აგებენ.
„დაპირებული ობიექტურობა: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა“, - წერს ცოტნე ანანიძე.