„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის არის ერთიანობის მომხრე... ახლაც, გიორგი ვაშაძე მუშაობს ერთიანობის გეგმაზე“ - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებელში" "ლელოს" მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან - "ღამის კურიერის" ეთერში, "სტრატეგია აღმაშენებლის” გენმდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყურადღება ოპოზიციაში არარსებულ დაპირისპირებაზე გადაიტანოს, რეალური პრობლემებიც ნაცვლად. მანჯგალაძის თქმით, საქართველოში არჩევნები არ ტარდება და, შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება არის არასწორი.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ყოველთვის არის ერთიანობის მომხრე. ახლაც, გიორგი ვაშაძე მუშაობს ერთიანობის გეგმაზე. ერთიანობა არის მათ შორის "ლელოსთან" და გახარიასთან მათ შორის რეჟიმის ცვლილების საკითხში; ერთიანობა არის იმაში, რომ უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის სტრატეგიული საკითხები. ერთიანობა არის, რომ ყველა პოლიტიკური დევნილი სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს; ერთიანობა არის ყველა მოძალადემ, რომელიც 2 კვირა არბევდა თბილისის ქუჩებში, რუსთაველზე, ახალგაზრდებს და მათ შორის პირდაპირ ვიტყვი, რომ შეიარაღებული გაურკვეველი ფორმირებები, რამიშვილს არ სჭირდება ჩემი დაცვა, მაგრამ იარაღს ედავებიან და შეიძლება 4-დან 7 წლამდე შეუფარდონ. 2 კვირა არბევდნენ გაურკვეველი ფორმირებები ადამიანებს, 500-ზე მეტი ახალგაზრდა არის ნაცემი. ერთი ადამიანი არ დაუკავებიათ. თქვენი კოლეგა პირდაპირ ეთერში ლამის კისერში გადაამტვრიეს, ვინმე დასჯილი გინახავთ? აი, ეს არის რუსული რეჟიმი.

ჩვენ ერთიანები ვართ სტრატეგიულ საკითხში, ცვლილება და ევროპული მომავალი საქართველოსი იმიტომ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არ არსებობს ევროპის გარეშე. არანაირი პროირანული და რუსული მშვიდობა არ არსებობს, ორივე დაკავშირებულია არეულობასთან, ქაოსთან და უფრო მეტიც - რუსეთი დაკავშირებულია სიკვდილთან.

არჩევნების მონაწილეობის საკითხი არის ტაქტიკური, ეს არჩევნები არ არის. ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ივანიშვილის ფარსი, და ამაში მონაწილეობა მიმაჩნია შეცდომად. ამის იქით მე "ლელოს" კრიტიკას არ ვაპირებ, არც ეს თემა არ არის ჩვენთვის არსებითი, ეს უნდა ხელისუფლებას, რომ ეს გამოაჩინოს წყალგამყოფად. მე არ ვიცი, სხვა ოპოზიციური პარტიები რას იტყვიან, რა განცხადებას გააკეთებენ, მაგრამ გიორგი ვაშაძის და "სტრატეგიული აღმაშენებლის", ჩემს პოზიციას, შეთანხმებულ პოზიციას გეუბნებით, რომ ჩვენ რაც გვაერთიანებს აი ამ საკითხებით უნდა წავიდეთ საზოგადოების წინაშე, ეს რეჟიმის ამოცანაა, რომ მისი დაძაბულობაზე, ქაოსსა, დაპირისპირებაზე არ ვილაპარაკოთ, ილაპარაკოს ოპოზიციაში დაპირისპირებაზე. არანაირი დაპირისპირება მე გიორგი სიორიძესთან არ მაქვს, მან დაუშვა შეცდომა, რომ გამოეყო ამ აქტიურ პროტესტს, ყველა შედეგები, რაც გვაქვს, არის აქტიური პროტესტის დამსახურება. საქართველოში არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად მონაწილეობის მიღებაც არის არასწორი“, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.